დღეს პრეზიდენტი დეპუტატებს მისი ბოლო მოხსენებით მიმართავს

დღეს, პარლამენტის საგაზაფხულო სესია იხსნება. პირველ პლენარულ სხდომაზე დეპუტატები პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას მოისმენენ. ეს სალომე ზურაბიშვილის ბოლო მოხსენებაა საკანონმდებლო ორგანოში, რადგან წლის ბოლოს მას საპრეზიდენტო ვადა ეწურება.

უცნობია ვინ დაესწრება სხდომას აღმასრულებელი ხელისუფლებიდან, რადგან, ახალი მთავრობა ჯერ დამტკიცებული არაა. არსებული ინფორმაციით, სხდომაზე მივა ვიცე-პრემიერი, ლევან დავითაშვილი და მინისტრების მოვალეობის შემსრულებლები.

მსგავსი თემები