იტალიაში მიგრანტების დროებითი განთავსების ცენტრში 14 ადამიანი დააკავეს

იტალიაში მიგრანტების დროებითი განთავსების ცენტრში არეულობის დროს 14 ადამიანი დააკავეს. არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც რომის სიახლოვეს მდებარე მიგრანტების ცენტრში 21 წლის გვინეელმა კაცმა თავი მოიკლა.

Reuters-ის ცნობით, მომხდარის შემდეგ მიგრანტების ნაწილმა პროტესტის ნიშნად შენობაში არეულობა მოაწყო, დააზიანა ინვენტარი, გააჩინა ცეცხლი და კარაბინერების ოთახში შეიჭრა. არეულობა ცხრა საათს გაგრძელდა და სიტუაციის განმუხტვა პოლიციამ მხოლოდ სპეცრაზმელების დახმარებით შეძლო.

დაკავებულია 14 ადამიანი, მათ შორის მიგრანტები მაროკოდან, პაკისტანიდან, კუბიდან, ჩილიდან, ნიგერიიდან, ტუნისიდან და გამბიიდან. მათ სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში წაუყენეს ბრალი.

მსგავსი თემები