პარლამენტში პრემიერობის კანდიდატი კობახიძეც მივიდა

პარლამენტში პრემიერობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე მივიდა. საკანონმდებლო ორგანოში ის დღეს დეპუტატის სტატუსით იმყოფება, ვინაიდან კობახიძეს ოფიციალურად არ შეწყვეტია დეპუტატის მანდატი.

წამოუდგება თუ არა სალომე ზურაბიშვილს ფეხზე ამჯერად მაინც? – მმართველი პარტიის ლიდერმა ეს კითხვა უპასუხოდ დატოვა.

პარლამენტში დღეს საგაზაფხულო სესია იქნება და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წლიური მოხსენებით წარდგება. სხდომას მმართველი გუნდი დაესწრება. საკანონმდებლო ორგანოში უკვე მივიდა ზურაბიშვილი.

მსგავსი თემები