კობახიძეს მისივე სიტყვებით ვუპასუხებ: ბუზი ყველგან ბზუის, მაგრამ გახარიასთან ყველა ტყუის – ბუჩუკური

,,ირაკლი კობახიძეს ვუპასუხებდი ირაკლი კობახიძისვე სიტყვებით. ბუზი ბევრი ბზუის, მაგრამ გახარიასთან ყველა ტყუის,”- ამის შესახებ პარტია ”საქართველოსთვის” წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი გახარია პირველი ლიდერია, არამხოლოდ ოპოზიციაში, არამედ სხვათა შორის.

“ირაკლი კობახიძეს ვუპასუხებდი ირაკლი კობახიძისვე სიტყვებით. ბუზი ბევრი ბზუის, მაგრამ გახარიასთან ყველა ტყუის. ოპოზიციაში გიორგი გახარია არის პირველი ლიდერი და არამხოლოდ ოპოზიციაში სხვათა შორის. ეს იწვევს გაათმაგებულ, გაავებულ თავდასხმებს როგორც ოცნების მხრიდან, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, გაგახსენებთ მის სიტყვებს 30 დეკემბერს, ასევე კოლექტიური ნაც-მოძრაობის მხრიდან”,- განაცხადა ბუჩუკურმა.

მსგავსი თემები