,,დაზიანებულია ხერხემალი, ფეხებში არ აქვს მგრძნობელობა” – გიული ალასანია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო შემოწმება დასრულებულია. კლინიკა “ვივა მედი” სახალხო დამცველის კონსილიუმის ექიმებმა რამდენიმე წუთის წინ დატოვეს. ოთხთვიანი პაუზის შემდეგ, მედიკოსებმა სააკაშვილი პირველად გამოიკვლიეს.

როგორც მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა, პატიმარ პრეზიდენტს ხერხემალი აქვს დაზიანებული და ფეხის გულებში არ აქვს მგრძნობელობა.

,,ძალიან სუსტადაა, თუ ადგება ბარბაცებს, ფეხის გულებში არ აქვს მგრძნობელობა. ყოველი ნაბიჯი საშიშია, ადამიანი წონასწორობას კარგავს. დაზიანებული აქვს ხერხემალი. ძირითადი მიზეზი მე მგონი, რომ ეს არის იმის, რომ ფეხებში არ აქვს მგრძნობელობა”, – თქვა ალასანიამ.

მსგავსი თემები