მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სიას ახალი ნივთიერებები დაემატება 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა, პირველი მოსმენისთვის განიხილეს კანონპროექტი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“  კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

კანონპროექტი ითვალისწინებს ბრუნვისთვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების, პრეკურსორების, უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ჩამონათვალში ახალი ნივთიერებების დამატებას.

კანონპროექტი მომზადდა იმის გათვალისწინებით, რომ გაეროს “ნარკოტიკული საშუალებების შესახებ“ 1961 წლის კონვენციის და „ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ“ 1971 წლის კონვენციის და „ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ 1988 წლის კონვენციის გადახედვის შედეგად, თანდართულ სიებს დაემატა რამდენიმე ნივთიერება, კერძოდ:

1. „ნარკოტიკული საშუალებების შესახებ“ 1961 წლის კონვენციის №1 სიას („ყვითელი სია“) დაემატა: BUTYRFENTANYL და U-47700;

2. „ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ“ 1971 წლის კონვენციის N2 სიას („მწვანე სია“) დაემატა: 4-METHYLETHCATHINONE, 5F-APINACA, XLR-11, ETHYLONE, ETHYLPHENIDATE, PENTEDRONE, METHIOPROPAMINE და MDMB-CHMICA;

3. გაეროს 1988 წლის „ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კონვენციის თანდართული სიის (წითელ სია) N1 ცხრილს დაემატა: 4-Anilino-N-phenethylpiperidine და N-Phenethyl-4-piperidone (NPP).

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

 

მსგავსი თემები