დიდი ბრიტანეთის არმიის მეთაური მოქალაქეებს აფრთხილებს, რუსეთთან მასშტაბური ომისთვის მოემზადონ

დიდი ბრიტანეთის არმიის მეთაური მოქალაქეებს აფრთხილებს, რუსეთთან მასშტაბური ომისთვის მოემზადონ. მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრა არის მომავალი მოვლენების ნიშანი.

„ჩვენმა წინამორბედებმა ვერ აღიქვეს ეგრეთ წოდებული ივლისის კრიზისის შედეგები 1914 წელს და ჩავარდნენ ყველაზე საშინელ ომებში. დღეს ჩვენ არ გვაქვს უფლება, დავუშვათ იგივე შეცდომა. უკრაინას ნამდვილად აქვს მნიშვნელობა. ეს ომი არ ეხება მხოლოდ დონბასის შავ მიწას და არც რუსეთის იმპერიის აღდგენას. ეს ეხება ჩვენი სისტემის და ცხოვრების წესის პოლიტიკურად, ფსიქოლოგიურად და სიმბოლურად დამარცხებას. როგორ ვპასუხობთ ჩვენ, როგორც ომამდელი თაობა, ისტორიაზე აისახება. უკრაინული სიმამაცე ახლა დროს ყიდულობს“, – განაცხადა ბრიტანეთის არმიის მეთაურმა.

მსგავსი თემები