ერისთავის ქუჩაზე მოძრაობა ღამის საათებში კვლავ შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, წერეთლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რომელიც დასრულების ეტაპზეა, ერისთავის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა კვლავ შეიზღუდება.

,,კერძოდ, შეზღუდვა იმოქმედებს 25 და 26 იანვარს, 23:00-დან 07:00 საათამდე, აკაკი
წერეთლის გამზირის კვეთასთან არსებულ საგზაო მონაკვეთში. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!”,- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები