,,ერთად იქნებიან გვარამია, მელია, გახარია, ხაზარაძე და სალომე ზურაბიშვილი, ზურაბიშვილი ნოემბერში პრეზიდენტი აღარ იქნება”- გურამ მაჭარაშვილი

სალომე ზურაბიშვილს ამზადებენ, რომ ოპოზიციას შეუერთდეს, ერთად იქნებიან გვარამია, მელია, გახარია, ხაზარაძე და ზურაბიშვილი. ზურაბიშვილი ნოემბერში პრეზიდენტი აღარ იქნება, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „რადიკალურ ოპოზიციას ერთი პოლიტიკური დირიჟორი ჰყავს, რომელმაც ერთი აგენტი დაუნიშნა „ნაცმოძრაობასაც“, „ლელოსაც“.”

,,სამწუხაროდ, აგენტის ხვედრი ასეთია – როცა უცხოური ძალის პროცესში შედიხარ, არავინ გეკითხება, სად იქნები და რას გააკეთებ. ოპოზიციამ რეგიონებში გასვლა და ხალხთან საუბარი დააანონსა, მაგრამ რეგიონების ნაცვლად, თავიანთი უცხოური ძალის წარმომადგენლებთან დადიან. რატომ? ისინი ეუბნებიან, სად მიდიხართ, თქვე უბედურებო, რეგიონებში მხარს არავინ გიჭერთ. ფული უნდა გადაგიხადოთ და ვინც ფულს იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავსო. არც ზურაბიშვილს შეეკითხებიან, პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგება თუ – არა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მსგავსი თემები