იტალიაში 25 წლის ახალგაზრდის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი ქართველი დააკავეს

იტა­ლი­ა­ში და­ა­კა­ვეს ოთხი პირი, მათ შო­რის 1 სა­ქარ­თვე­ლოს და 3 ტუ­ნი­სის მო­ქა­ლა­ქე, რომ­ლე­ბიც ბრალ­დე­ბუ­ლი არი­ან იმ ჩხუბ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ში, რომ­ლის დრო­საც 25 წლის ტუ­ნი­სე­ლი ილი­ეს ამრი მოკ­ლეს. და­ნა­შა­უ­ლი ქა­ლაქ პი­ზა­ში მოხ­და. მკვლე­ლო­ბის­თვის კი­დევ ერთი, 32 წლის ქარ­თვე­ლი და­ნა­შა­უ­ლი­დან 24 სა­ათ­ში და­ა­კა­ვეს.

როგორც იტა­ლი­ე­ლმა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბმა განაცხადეს, და­კა­ვე­ბუ­ლია ინ­ცი­დენ­ტის ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე, თუმ­ცა მკვლე­ლო­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს ის მო­ქა­ლა­ქეა, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი და­ა­კა­ვეს.

მკვლე­ლო­ბა 8 იან­ვარს, ქა­ლა­ქის ის­ტო­რი­ულ ცენ­ტრში, რკი­ნიგ­ზის სად­გუ­რის მიმ­დე­ბა­რედ, სა­ფოს­ტო გან­ყო­ფი­ლე­ბას­თან მოხ­და. ახალ­გაზ­რდა და­ნით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბით გარ­და­იც­ვა­ლა. მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვი, ჯერ­ჯე­რო­ბით, უც­ნო­ბია, თუმ­ცა გავ­რცელ­და რამ­დე­ნი­მე ვერ­სია, მათ­გან ერ­თის თა­ნახ­მად, კონ­ფლიქ­ტი, რა­საც მკვლე­ლო­ბა მოჰ­ყვა, ნარ­კო­ტი­კებს უკავ­შირ­დე­ბა. ამას კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო­ფენ მოკ­ლუ­ლის ძმე­ბი, რომ­ლებ­მაც სპე­ცი­ა­ლუ­რი მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლეს.

,,ის ცდი­ლობ­და მო­ჩხუბ­რე­ბი გა­ეშ­ვე­ლე­ბი­ნა და ამ დროს მოკ­ლეს. ჩვენ ვი­თხოვთ სა­მარ­თლი­ან გა­მო­ძი­ე­ბას. ჩვე­ნი ძმა არც ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რი ყო­ფი­ლა და არც კრი­მი­ნა­ლუ­რი წარ­სუ­ლი ჰქო­ნია”, – წე­რენ ისი­ნი.

მსგავსი თემები