აშშ-ის სენატმა რუსეთის აქტივების კონფისკაციის შესახებ კანონს მხარი დაუჭირა

აშშ-ის სენატმა რუსეთის აქტივების კონფისკაციის შესახებ კანონს მხარი დაუჭირა. კანონი აშშ-ის ხელისუფლებას უფლებას მისცემს, აშშ-ში გაყინული რუსული აქტივები უკრაინას გადასცეს.

ამასთან, კანონის იძლევა შესაძლებლობას მოახდინოს იმ ქვეყნის ცენტრალური ბანკის აქტივების კონფისკაცია, რომელთანაც აშშ ომში არ არის ჩართული.

კანონს 20-მა კანონმდებელმა დაუჭირა მხარი, ერთი კი წინააღმდეგი წავიდა.

„ეჭვგარეშეა, რომ რუსეთს ეკისრება მორალური და იურიდიული პასუხისმგებლობა, რომ დააფინანსო უკრაინის აღდგენა, იმის ნგრევის გათვალისწინებით, რომელიც უკრაინაში უკანონო შეჭრამ და ომმა გამოიწვია“, – განაცხადა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბენ კარდინმა.

აშშ-ში გაყინული რუსული აქტივების ღირებულება 5 მილიარდ დოლარს შეადგენს.

მსგავსი თემები