ირანი თურქეთს ღრუბლების ქურდობაში ადანაშაულებს

ირანი თურქეთს წვიმის ღრუბლების ქურდობაში ადანაშაულებს. ყველაფერი რამდენიმე სურათით დაიწყო, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ბოლო ორი თვის განმავლობაში, პლატფორმებზე ვრცელდებოდა ფოტოები, სადაც ნაჩვენებია კონტრასტული ამინდის პირობები თურქეთსა და ირანში. ფოტოებზე ჩანს, რომ თურქეთში წვიმისა და თოვლის სახით ძლიერი ნალექი დაფიქსირდა, ირანში კი გვალვაა.

გასული წლის დეკემბერში ირანის ვიცე-პრეზიდენტმა და გარემოს დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალი სალაჯეჰმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონებში ღრუბლების გაუჩინარების შემსწავლელი კომისია შექმნა.

ერთ-ერთი თეორიის თანახმად,  თურქეთი რაღაცნაირად იპარავს ირანის ღრუბლებს. პროცედურა ღრუბლებში სპეციალური რეაგენტების შეყვანას ითვალისწინებს, რომლებიც ნალექის რაოდენობას ზრდის. მეცნიერების განმარტებით, აღნიშნული მეთოდი ყოველთვის არ არის ეფექტიანი. მათივე თქმით, არ არსებობს იმის გარანტია, რომ ნალექით ხელოვნურად გამდიდრებული ღრუბელი საჭირო ქვეყანაში გამოიწვევს წვიმას.

მსგავსი თემები