ხანძარი რუსეთში – ნავთობის საცავში ცეცხლი გაჩნდა

რუსეთის ქალაქ ტუაფსეში ნავთობის საცავში ხანძარი გაჩნდა. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც ირკვევა, ცეცხლის გაჩენამდე ადგილობრივებმა უპილოტო საფრენი აპარატები შენიშნეს.

მეტი...

სამხრეთ კორეა, აშშ და იაპონია ჩრდილოეთ კორეასთან ომისთვის ემზადებიან – ლავროვი

სამხრეთ კორეა, ამერიკის შეერთებული შტატები და იაპონია ჩრდილოეთ კორეასთან ომისთვის ემზადებიან”, – ამის შესახებ  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გაეროში პრესკონფერენციაზე განაცხადა. ,,უეცრად ფხენიანის მიმართ სამხრეთ კორეის რიტორიკა კიდევ უფრო მტრული გახდა. იაპონიაშიც აგრესიული რიტორიკა ისმის და აშშ-ის დახმარებით ნატო-ს ინფრასტრუქტურის მოწყობაზე სერიოზულად საუბრობენ. სამხედრო ბლოკის მიზანი ნათელია, ისინი ჩრდილოეთ კორეასთან ომისთვის ემზადებიან”, – განაცხადა ლავროვმა.  

მეტი...

უკრაინა და გერმანია უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებაზე შესაძლოა, მალე შეთანხმდნენ – შოლცი

უკრაინა და გერმანია უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივ შეთანხმებაზე შესაძლოა, მალე შეთანხმდნენ – ამის შესახებ  გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლციმ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ, რობერტ ფიცოსთან პრესკონფერენციაზე განაცხადა. ,,ჩემი ვარაუდით, ამას მალე დავასრულებთ. საკითხის ბუნება მოითხოვს, რომ ორივე მხარემ ვისაუბროთ მასზე მაშინ, როცა დოკუმენტს ერთად დავასრულებთ და არა მის დასრულებამდე. მაგრამ მაქვს განცდა, რომ ჩვენ მოლაპარაკებების დასრულების ზღვარზე ვართ“, – განაცხადა შოლცმა.  

მეტი...

გუდაური-კობის მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნულ გზაზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. “გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე – მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით“, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

მეტი...

ღაზაში, გაეროს ლტოლვილთა თავშესაფარზე თავდასხმას სულ მცირე ცხრა ადამიანი ემსხვერპლა

ხან იუნისში, გაეროს ლტოლვილთა თავშესაფარზე თავდასხმას სულ მცირე ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, 75 კი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ სასწავლო დაწესებულებას, რომელსაც 800 ადამიანი აფარებდა თავს, ორი სატანკო ჭურვი მოხვდა.  

მეტი...

„აშკარაა, რომ რუსები უკრაინელი ტყვეების სიცოცხლით თამაშობენ“ – ვოლოდიმირ ზელენსკი 

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით,  უკრაინა დაჟინებით მოითხოვს საერთაშორისო გამოძიებას ბელგოროდის ოლქში რუსული სატრანსპორტო თვითმფრინავის, „ილ-76“-ის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით. „აშკარაა, რომ რუსები უკრაინელი ტყვეების სიცოცხლით, მათი ახლობლების გრძნობებითა და ჩვენი საზოგადოების ემოციებით თამაშობენ“, – განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, უკრაინის უშიშროების სამსახური თვითმფრინავის ჩამოვარდნის ყველა გარემოებას იძიებს. „ჩვენ უნდა დავადგინოთ ყველა ფაქტი, რამდენადაც ეს შესაძლებელია, იმის გათვალისწინებით, რომ თვითმფრინავი ჩამოვარდა რუსეთის ტერიტორიაზე – ჩვენი კონტროლის მიღმა. ფაქტები ახლა მთავარი სიტყვაა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.    

მეტი...

ერთადერთი, სადაც შეიძლება შეიყვანოს ამ პოლიტიკურმა ძალამ ჩვენი ქვეყანა, ეს არის უკრაინის დღევანდელი მდგომარეობა – კობახიძე

ამბობენ, რომ „ნაცმოძრაობა“ უფრო ადრე შეიყვანს ქვეყანას ევროკავშირში ვიდრე „ქართული ოცნება“. ერთადერთი, სადაც შეიძლება შეიყვანოს ამ პოლიტიკურმა ძალამ ჩვენი ქვეყანა, ეს არის უკრაინის დღევანდელი მდგომარეობა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ”საზოგადოებამ ამ კუთხით კიდევ ერთხელ უნდა შეხედოს საკუთარ არჩევანს და არჩევანი უნდა გაკეთდეს არა „ომის პარტიის“ , არამედ მშვიდობის და ეკონომიკური განვითარების სასარგებლოდ”, „მინდა ცოტა უკან დავბრუნდე, გავიხსენო 2020 წელი და თეორიულად წარმოვიდგინო აპოკალიპტური სცენარი, რომ „ნაცმოძრაობამ“ თავისი სატელიტებით გაიმარჯვა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ან 2021 წელს მოახერხეს მათ რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, მოვიდნენ ხელისუფლებაში…

მეტი...

,,გაძლიერდება ყინვა”- მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო 25-27 იანვარს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების პროგნოზით, 25-26 იანვარს საქართველოში შედარებით ცივი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა. 27 იანვრიდან კვლავ ნალექიანი ამინდი იქნება. თბილისში 25-26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 27 იანვარს თოვლ-ჭყაპია შესაძლებელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -1, -3, დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება. „სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 25-26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, 27 იანვარს კი იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +6, +11 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 25-26 იანვარს უნალექო ამინდი…

მეტი...

ჩვენ შეგვიძლია, საკონსტიტუციო უმრავლესობა მივიღოთ პარლამენტში – ირაკლი კობახიძე

დღევანდელი კონფიგურაცია ისეთია, რომ ჩვენ შეგვიძლია, საკონსტიტუციო უმრავლესობა მივიღოთ პარლამენტში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მისი თქმით, ხდება „ნაციონალური მოძრაობის“ პროცენტული მაჩვენებლის ხელოვნურად შემცირება. „რასაც ვხედავთ და ვაკვირდებით, ხდება პარტია „ნაცმოძრაობის“ პროცენტული მაჩვენებლის ხელოვნურად შემცირება. ამით აიხსნება, რომ, მაგალითად, ხაბეიშვილია დღეს პარტიის, თუნდაც ფორმალური, თავმჯდომარე. ამით აიხსნება, რომ ტელევიზიებში სხვადასხვაგვარად გადაანაწილეს რესურსები. მაგალითად „ტვ პირველი“ თითქმის მთლიანად წაიღო „ლელომ“. „მთავარში“ გაყოფილია რესურსი „ნაცმოძრაობასა“ და „ლელოს“ შორის, „ფორმულა“ მთლიანად კეზერაშვილია და ა.შ. ანუ, რესურსების გადანაწილების მცდელობა აშკარად ჩანს. ამოცანაა, თუ ცოტა კიდევ ქვევით…

მეტი...