შვედეთის პრემიერი, ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების განსახილველად, ორბანთან შეხვედრას დათანხმდა

შვედეთის პრემიერი ულფ კრისტერსონი, უნგრელ კოლეგას, ვიქტორ ორბანს, შეხვედრაზე დათანხმდა. გავრცელებული ინფორმაციით, კრისტერსონმა ორბანს მომავალ კვირას, ბრიუსელში შეხვედრა შესთავაზა. მხარეები შეხვედრაზე შვედეთის NATO-ში გაწევრიანებასა და სხვა ორმხრივ საკითხებს განიხილავენ.

,,გეთანხმები, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის უფრო ინტენსიური დიალოგი სასარგებლო იქნება”, – აღნიშნა შვედეთის პრემიერმინისტრმა.

Ukrinform-ის ცნობით, 23 იანვარს უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა შვედეთის პრემიერ მინისტრი ულფ კრისტერსონი ბუდაპეშტში მიიწვია, რათა განეხილათ შვედეთის განაცხადი NATO-ში გაწევრიანების შესახებ. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ განაცხადეს.

თურქეთის პარლამენტმა სამშაბათს რატიფიცირება მოახდინა შვედეთის წინადადებაზე NATO-ში გაწევრიანების შესახებ, რითაც მოხსნა ძირითადი დაბრკოლება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოებისთვის 20-თვიანი დაგვიანების შემდეგ. ამრიგად, უნგრეთი NATO-ს წევრი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც არ აქვს რატიფიცირებული შვედეთის განაცხადი.

მსგავსი თემები