იგორ გირკინს, ექსტრემიზმის ბრალდებით, ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ცნო­ბი­ლი რუსი სამ­ხედ­რო ბლო­გე­რი იგორ გირ­კი­ნი, რო­მე­ლიც ვლა­დი­მერ პუ­ტინს უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის გამო აკ­რი­ტი­კებ­და ექ­სტრე­მიზ­მში დამ­ნა­შა­ვედ ცნეს. მოს­კო­ვის სა­სა­მარ­თლომ მას 4 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა. გირ­კი­ნი ბრალ­დე­ბას უარ­ყოფს. მის მხარ­და­სა­ჭე­რად სა­სა­მარ­თლოს შე­ნო­ბის წინ 100-მდე ადა­მი­ა­ნი შე­იკ­რი­ბა.

ცნობისთვის, სა­ნამ ბლო­გე­რი გახ­დე­ბო­და, გირ­კი­ნი რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის (FSB) ოფი­ცე­რი იყო. ასე­ვე მსა­ხუ­რობ­და თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრად ე.წ. დო­ნეც­კის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კა­ში. მან გა­დამ­წყვე­ტი როლი ითა­მა­შა რუ­სე­თის მიერ ყი­რი­მის ანექ­სი­ა­ში.

გირ­კი­ნის სა­ხე­ლი, ასე­ვე და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო მა­ლა­ი­ზი­ის ავი­ა­ხა­ზე­ბის თვითმფრი­ნა­ვის, MH17-ის ჩა­მოგ­დე­ბას­თან. სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლომ იგი 2022 წელს დამ­ნა­შა­ვედ ცნო მა­სობ­რივ მკვლე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის და და­უს­წრებ­ლად მი­უ­სა­ჯა სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა.

მსგავსი თემები