,,ევროპა უნდა მოემზადოს აშშ-ის დახმარების გარეშე ომისთვის და შექმნას საკუთარი ატომური ფარი”- მანფრედ ვებერი

„ევროპის სახალხო პარტიის“ ლიდერის, მანფრედ ვებერის განცხადებით, ევროპა უნდა მოემზადოს აშშ-ის დახმარების გარეშე ომისთვის და შექმნას საკუთარი ატომური ფარი.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, თუ ვის აირჩევენ აშშ-ში პრეზიდენტად, ევროპამ უნდა შეძლოს საგარეო პოლიტიკაში საკუთარი პოზიციის დაცვა და სამხედრო კუთხით თავდაცვაც.

„ჩვენ გვინდა ნატო, მაგრამ ასევე უნდა ვიყოთ ისეთი ძლიერები, რომ თავი დავიცვათ მის გარეშეც ან ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში“, – აცხადებს ვებერი.

მისივე თქმით, პოლიტიკოსებმა ევროპის მოქალაქეებს არსებული საფრთხეები არ უნდა დაუმალონ.

 

მსგავსი თემები