ერთ დღეში, პოლონეთში საქართველოს 12 მოქალაქე დააკავეს

23 იანვარს პოლონეთში საქართველოს 10 მოქალაქე დააკავეს, მათ ადგილობრივი სამართალდამცველები შენგენის ზონაში ლეგალურად ყოფნის ვადების დარღვევას ედავებიან.

სასაზღვრო დაცვის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად მოლდოვისა ერთი და  კოლუმბიის ერთი მოქალაქე დააკავეს.

უწყების ცნობით, 23 იანვარს საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე დააკავეს. ქართველები არ დაემორჩილნენ  გაფრთხილებას, რომლის თანახმადაც, მათ პოლონეთის ტერიტორიის დატოვება ევალებოდათ.

მსგავსი თემები