გამოსახლებისას დაკავებულებს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

კეკელიძის ქუჩაზე დაკავებული აქტივისტების სასამართლო პროცესი დასრულდა. მოსამართლემ გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას  აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილების გამოცხადებას სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა. აქტივსტებს სასამართლო დარბაზი დაატოვებინეს.

შეგახსენებთ, რომ მოძრაობა “ხმის” თანადამფუძნებელი – გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა კეკელიძის ქუჩიდან მოქალაქის გამოსახლებისას  სისხლის სამართლის წესით დააკავეს. მათ აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტომობილის დაზიანებას ედავებიან.

 

 

მსგავსი თემები