,,ჩვენი მთავარი ამოცანაა, 2024 წელს გავათავისუფლოთ საქართველო და მძლავრი ეკონომიკური განვითარების პროცესი დავიწყოთ”- გიორგი ვაშაძე

ჩვენი მთავარი ამოცანაა, 2024 წელს გავათავისუფლოთ საქართველო და მძლავრი ეკონომიკური განვითარების პროცესი დავიწყოთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის ბაზარი 500-მა ამერიკულმა და ევროპულმა კომპანიამ დატოვა, თუმცა საქართველოში არცერთი შემოსულა.

ვაშაძის განცხადებით, ინვესტიციების სულ რაღაც 5-7% პროცენტი რომ შემოსულიყო საქართველოში, ეს უკვე ქვეყანაში უმუშევრობის პრობლემას მოაგვარებდა.

„ეს არის დაახლოებით 2 მლნ სამუშაო ადგილი ისეთ კომპანიებში, როგორიცაა – „მერსედესი“, „ფოლკსვაგენი“, „ეფლი“, „გუგლი“, „ამაზონი“, „მიცუბიში“, „ფერარი“ და ა.შ. ჯამურად, ამ კომპანიების ღირებულება არის 266 მილიარდი დოლარი. ამ კომპანიებმა რუსეთი დატოვეს, სად წავიდნენ? აზერბაიჯანში, თურქეთში, ყაზახეთში, უზბეკეთში, დუბაიში, ბულგარეთში, ისრაელსა და სხვა ქვეყნებში. არცერთი ეს კომპანია საქართველოში არ შემოსულა. რატომ წავიდნენ აზერბაიჯანში, რომლებმაც რუსეთი დატოვეს? მიზეზია ძალიან კონკრეტული,”- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი თემები