სააკაშვილის ნევროლოგიური მდგომარეობა უცვლელია, ისევ აღინიშნება წონასწორობის კარგვა, შფოთვა და დეპრესია – კონსილიუმის ექიმი

მიხეილ სააკაშვილის ნევროლოგიური მდგომარეობა შეცვლილი არ არის. ისევ აღინიშნება წონასწორობის კარგვა, შფოთვა და დეპრესია. ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრმა თენგიზ წულაძემ განაცხადა.

,,სომატურად გაუმჯობესებულია, ცოტა კუნთების მასაც მოემატა. ნევროლოგიური თვალსაზრისით დაახლოებით ისევ ისევეა, როგორც იყო, არ შეცვლილა. რაც შეეხება ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, არასტაბილური რჩება და არ შეცვლილა. დეპრესიაც არის, შფოთვაც რჩება. მიმაჩნია რომ (ციხეში) მის გადაყვანაზე საუბარი ნაადრევია. რომ გადაიყვანო რამდენიმე დღეში თუ კვირაში შეიძლება უკან დასაბრუნებელი გახდეს.

სამედიცინო პერსონალის დამსახურებაა ამჟამად პაციენტის სტაბილური მდგომარეობა. სახელმწიფო თუ CPT-ს რეკომენდაციებს გაითვალისწინებს, ჩემი აზრით, ოპტიმალური იქნება”, – ამბობს წულაძე.

მსგავსი თემები