,,ვაპირებთ პროტესტის გაგრძელებას”- ექიმები მასშტაბური პროტესტისთვის ემზადებიან

,,ჩვენ ვაპირებთ პროტესტის გაგრძელებას, სანამ რამე არ გაირკვევა,”- ექიმები მასშტაბური პროტესტისთვის ემზადებიან.

რესპუბლიკური საავადმყოფოს მედიკოსები ხვალ ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას გამართავენ.

,,ჩვენ ვაპირებთ პროტესტის გაგრძელებას, სანამ რამე არ გაირკვევა. დღეს აქ ვართ და ხვალ იქნება ცოტა დიდი აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან. ვიცით, რომ ჯანდაცვის სამინისტროში რაღაც საკითხები არ განიხილება, ამიტომ აქციები მთავრობის სახლთან დაიგეგმება და შეიძლება, აქციებმა მკაცრი, რადიკალური სახე მიიღოს. ვაპირებთ სახელმწიფოს ყველა უწყებასტან მისვლას და აქციას. მოსახლეობას მოვუწოდებ, ჩაერთონ პროტესტში. ეს არ არის მხოლოდ რესპუბლიკურის თანამშრომლებისა და ექიმების საქმე, ეს საზოგადოებასაც ეხება, რადგან ქვეყანა შესაძლოა, დარჩეს მთავარი საავადმყოფოს გარეშე”, – აცხადებს ექიმი მალხაზ გოგუა ტვ პირველთან.

მსგავსი თემები