რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს ხვდება

რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალი ამ წუთებში ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს ხვდება. კონკრეტულად რაზე მსჯელობენ აუდიენციაზე, ამ დროისთვის უცნობია.

ექიმები ჯანდაცვის სამინისტროსგან საქართველოში ყველაზე დიდი სამედიცინო დაწესებულების დემონტაჟის შეწყვეტას მოითხოვენ. პერსონალისთვის მიუღებელია ხელისუფლების მიერ შეთავაზებული პირობებიც, რომლის მიხედვითაც ახალი შენობის დასრულებამდე ექიმები მუშაობას სხვა კლინიკებში გააგრძელებენ.

ექიმებმა დღეს საავადმყოფოს ეზოში საპროტესტო აქციაც გამართეს. მათ დააანონსეს, რომ პროტესტი კიდევ გაგრძელდება.

მსგავსი თემები