უკრაინას სურს, რომ ევროკავშირის ახალმა მიგრაციულმა წესებმა უკრაინელების სამშობლოში დაბრუნება წაახალისოს – ”პოლიტიკო”

უკრაინა ევროკავშირის წარმომადგენლებთან წინასწარ მოლაპარაკებებს აწარმოებს, ისეთი მიგრაციული წესების დადგენასთან დაკავშირებით, რომლებიც უზრუნველყოფდა მომავალ წელს სამშობლოში მეტი უკრაინელის დაბრუნებას.

2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, მილიონობით უკრაინელი ლტოლვილი გაიქცა ევროკავშირში დროებითი დაცვის სრული დირექტივის საფუძველზე. ეს იყო განსაკუთრებული ღონისძიება, რომელიც განკუთვნილი იყო ხალხის მასობრივი ნაკადისთვის, რომლებიც სახლში ვერ ბრუნდებიან. 2023 წლის ნოემბრის მონაცემებით, აღნიშნული დირექტივით სარგებლობს 4,2 მილიონი უკრაინელი.

ხალხის უკან დაბრუნების წასახალისებლად, უკრაინა წინასწარ მოლაპარაკებებს მართავს იმის განსასაზღვრად, თუ როგორი იქნება ევროკავშირის წესები უკრაინელებისთვის 2025 წლის მარტის შემდეგ.

დეკემბერში სამხედრო მეთაურებმა ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადეს, რომ არმიას სჭირდება საბრძოლო ასაკის 500 ათასი მამაკაცის მობილიზება ზაფხულის წარუმატებელი კონტრშეტევის ფონზე. საომარი მდგომარეობის დროს 18-დან 60 წლამდე უკრაინელ მამაკაცებს ეკრძალებათ ქვეყნის დატოვება, თუმცა ევროსტატის მონაცემებით, ევროპაში უკრაინელი ლტოლვილების 18 პროცენტი 18-დან 65 წლამდე მამაკაცია.

ზელენსკის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა სერგეი ლეშჩენკომ შაბათს შვეიცარიულ გაზეთთან ინტერვიუში განაცხადა: „მე მჯერა, რომ მასპინძელმა ქვეყნებმა უნდა შეწყვიტონ ლტოლვილების მხარდაჭერა, რათა მათ შეძლონ დაბრუნდნენ სახლში“.

ევროკომისიაში აღნიშნავენ, რომ ევროკავშირი მზად არის, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება, მხარი დაუჭიროს უკრაინას და ყველა იმ ადამიანს, ვინც გაურბის რუსულ ბომბებს.

მსგავსი თემები