,,გაცვლა ნამდვილად იყო დაგეგმილი”- ლუბინეცი ადასტურებს, რომ 24 იანვარს ტყვეთა გაცვლა იგეგმებოდა

ადამიანის უფლებების საკითხებში უკრაინის უმაღლესი რადის რწმუნებულის, დმიტრო ლუბინეცი ადასტურებს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის, 24 იანვარს სამხედრო ტყვეების გაცვლა ნამდვილად იგეგმებოდა.

მისივე თქმით, კომენტარს ვერ გააკეთებს, თუ როგორ გაგრძელდება მომავალში ტყვეთა გაცვლის პროცესი, გუშინ ბელგოროდში, ილ-76-ის ჩამოვარდნის შემდეგ .

,,მე შემიძლია დავადასტურო ინფორმაცია, რომ გაცვლა ნამდვილად იყო დაგეგმილი და, როგორც ყოველთვის, ესწრებოდნენ ჩვენი დაწესებულების წარმომადგენლები. ჩვენ ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ დაუყოვნებლივ გავაანალიზოთ ტყვეობიდან დაბრუნებული ჩვენი გმირების მდგომარეობა. ჩვენ ასევე ოფიციალურად ვაფიქსირებთ უკრაინაში რუსი სამხედრო ტყვეების დაკავების პირობებს, ვაკეთებთ ოფიციალურ ანგარიშს, რომელსაც შემდეგ ვაწვდით საერთაშორისო ორგანიზაციებს, რათა მოგვიანებით იურიდიულად უარვყოთ რუსეთის ფედერაციის ყველა უკანონო განცხადება იმის შესახებ, რომ ჩვენ თითქოსდა უღირსად ვექცევით რუს ტყვეებს”, – განაცხადა ლუბინეცმა.

მსგავსი თემები