უკრაინის პრეზიდენტი დანიის პარლამენტში სიტყვით გამოვიდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარლამენტარებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება სთხოვა. პრეზიდენტის განცხადებით, ალყაშემორტყმულ ქალაქ მარიუპოლში, რომელიც მთლიანად განადგურდა და რჩება 100 000-ზე მეტი ადამიანი, სადაც წყლის ნაცვლად გამდნარ თოვლს იყენებენ.
„რუსეთს სურს, რომ უკრაინისგან ნანგრევების და ლტოლვილების მეტი არაფერი დარჩეს. 2000-ზე მეტი უკრაინელი ბავშვის ადგილსამყოფელი უცნობია, რომლებიც გაიტაცეს და რუსეთში წაიყვანეს. გთხოვთ თქვენ და მთელ მსოფლიოში დემოკრატიულ საზოგადოებას, უნდა გავაძლიეროთ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. უნდა დავთმოთ რუსული ნავთობი. არა რუსეთის ფედერაციასთან ვაჭრობას. დახურეთ პორტები რუსული გემებისთვის და ეს უნდა იყოს ევროკავშირში სოლიდარობის პოლიტიკა ყველა წევრ სახელმწიფოს შორის“, – მიმართა პრეზიდენტმა დანიელ კანონმდებლებს.