პუტინს არც კონფლიქტის გაყინვა სურს და არც მშვიდობა – კულება

უკრაინის საგარე საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, პუტინს არც კონფლიქტის გაყინვა სურს და არც მშვიდობა.

,,ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენს ხელთ არსებული რესურსებით, რადგან დემოკრატია, უსაფრთხოება და მსოფლიოს კეთილდღეობა საფრთხეშია. უკრაინა გააგრძელებს წინააღმდეგობის გაწევას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ აგრესიაზე – თუნდაც დასავლეთის ქვეყნების მხრიდან [უკრაინისადმი] მხარდაჭერა შეწყდეს. თუნდაც რაციონალური თვალსაზრისით, წმინდა რეალისტური პოლიტიკიდან გამომდინარე, უფრო ლოგიკურია დახმარების გაწევა ახლა, რათა მომავალში კრიზისი თავიდან ავიცილოთ,”- განაცხადა კულებამ.

მსგავსი თემები