რუსეთის მიერ კუპიანსკის დაბომბვის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გუშინ, საღამოს საათებში, რუსეთის ძალებმა კუპიანსკის რაიონი დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი – 56 წლის კაცი და 63 წლის ქალი დაშავდა.

ამასთან, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, კულტურის ცენტრი და საწყობები.

,,პროკურორები, პოლიციის გამომძიებლებთან თანამშრომლობით, იღებენ ყველა ზომას აგრესორი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების დასაბუთებისთვის,” – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები