პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით გახარიას პარტიის ინიციატივა მატრაკვეცობაა – ირაკლი ზარქუა

გიორგი გახარიას პარტიის ინიციატივა მატრაკვეცობაა, რადგან როცა საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდა, გახარია ჩვენთან იყო და მაშინ არც წინააღმდეგი იყო, არც ხმა ამოუღია, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა პარტია „საქართველოსთვის“ ინიციატივას.

მისი თქმით, არ აქვთ თემები, არ იციან, რაზე ილაპარაკონ.

„ახლა რატომ გაახსენდა, რომ პრეზიდენტი, რომელსაც წარმომადგენლობითი ფუნქცია აქვს, ქვეყნის მასშტაბით უნდა ავირჩიოთ? ეს რა ლოგიკაა, მანამდე სად იყვნენ ან ახლა რა არგუმენტები აქვთ? უბრალოდ, არ აქვთ თემები, არ იციან, რაზე ილაპარაკონ. ისინი ვერ ისაუბრებენ ეკონომიკაზე, მშვიდობაზე, ევროინტეგრაციაზე, ამიტომ იგონებენ ამ სისულელეებს“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

მსგავსი თემები