რუსეთში, ნავთობსაცავზე დრონებით თავდასხმა იყო

რუსეთში, ორიოლის ოლქის ქალაქ ორელში, ნავთობსაცავზე დრონებით შეტევა იყო.

რეგიონის გუბერნატორის, ანდრეი კლიჩკოვის ცნობით, ქალაქის ტერიტორიაზე ორი უპილოტო საფრენი აპარატი საწვავის ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტს შეეჯახა, თუმცა ხანძარი სწრაფადვე ჩააქრეს.

ტელეგრამ არხებით გავრცელებული ცნობებით, ნავთობსაცავს უკრაინული დრონებით შეუტიეს. გავრცელებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.

მსგავსი თემები