სუროგაცია სამწუხარო ფაქტია, რომელიც ბავშვს ვაჭრობის საგნად აქცევს – რომის პაპი

რომის პაპ ფრანცისკეს განცხადებით, სუროგაცია სამწუხარო ფაქტია, რომელიც ბავშვს ვაჭრობის საგნად აქცევს.

“სამწუხაროდ მიმაჩნია ეგრეთ წოდებული სუროგატული დედობის პრაქტიკა, რომელიც წარმოადგენს ქალისა და ბავშვის ღირსების სერიოზულ შელახვას, დედის მატერიალური საჭიროებების ექსპლუატაციის საფუძველზე. შესაბამისად, გამოვთქვამ ჩემს იმედს საერთაშორისო საზოგადოების მიმართ, რათა ეს პრაქტიკა საყოველთაოდ აიკრძალოს“, – განაცხადა მან.

მსგავსი თემები