,,ქვეყანას რევოლუციას უწყობდნენ და რევოლუცია თავად მიიღეს „ნაციონალურ მოძრაობაში“- ირაკლი ზარქუა

ქვეყანას რევოლუციას უწყობდნენ და რევოლუცია თავად მიიღეს „ნაციონალურ მოძრაობაში“. კრიმინალების, ხელმოცარულების გაერთიანებაა, რასაც „დამარცხების“ პლატფორმა უნდა დაარქვან, „ჭიჭეს“ თამადობით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა მელია უთავმოყვარეოა და ახლა ლიდერობას იჩემებს.

„სერიოზულად როგორ უნდა ვილაპარაკო? – ნიკა მელია უთავმოყვარეოა და ახლა ლიდერობას იჩემებს. ხაბე რომ ჩამოგაგდებს, პარტიიდან ძალით გაგდებენ და შემდეგ იტყვი, უმრავლესობით უნდა მოვიდეო, ეს მხოლოდ სასაცილოა. იმუშაონ და იქნებ, თავიანთ ქვეყანას რაიმეში მაინც გამოადგნენ. აქამდე მათი შედეგი ნული იყო, სამარცხვინო შედეგები ჰქონდათ. ქვეყანას რევოლუციას უწყობდნენ და რევოლუცია თავად მიიღეს პარტიაში. წარმოუდგენელია, ამ ხელწერის ადამიანები რომ გამარჯვებაზე ილაპარაკებენ. ერთნი არიან – კრიმინალების, ხელმოცარულების, ლუზერების და აგრესიული პოლიტიკოსების გაერთიანება. ამას „დამარცხების“ პლატფორმა უნდა დაარქვან, თან „ჭიჭეს“ თამადობით“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მსგავსი თემები