ეკვადორის ციხიდან კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი ადოლფო მასიას ვილიამარი გაუჩინარდა

მედიის ინფორმაციით, ეკვადორის ციხიდან კრიმინალური დაჯგუფების ცნობილი ლიდერი გაუჩინარდა. ადოლფო მასიას ვილიამარი, ზედმეტსახელად „ფიტო“მ ციხეში სასჯელს 12 წლის განმავლობაში იხდიდა.

ფიტო იმყოფებოდა ქალაქ გუაიაკილის საპატიმროს განსაკუთრებით დაცულ საკანში. ფიტო ცნობილი გავლენიანი მაფიოზია.

ქვეყანაში ორთვიანი საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათია გამოცხადებული. პრეზიდენტ დანიელ ნობოას განცხადებით,  საგანგებო მდგომარეობა საშუალებას მისცემს შეიარაღებულ ძალებსა და პოლიციას, სრული კონტროლი აღადგინონ ქვეყნის ციხეებზე.

პოლიციის ცნობით, მათ მსჯავრდებულის საკანში არყოფნა კვირას აღმოაჩინეს.

 

 

მსგავსი თემები