ბლინკენი ისრაელში ნეთანიაჰუს შეხვდა

ისრაელში ვიზიტად მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ქვეყნის პრემიერმინისტრს შეხვდა.

,,ნეთანიაჰუსთან საუბარში ბლინკენმა ხაზი გაუსვა ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობისადმი შემდგომი ზიანისთვის თავის არიდების მნიშვნელობას და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაცვას”, – წერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

როგორც ისრაელის სახელწმიფო მედია წერს, განცხადებაში არის იმის ნიშნები, რომ მხარეებმა ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის, წინადადება განიხილეს, რომლის თანახმადაც, ისრაელი ჩრდილოეთ ღაზის სექტორში პალესტინელებს დაბრუნების უფლებას არ მისცემს ვიდრე ყველა დარჩენილი მძევალი არ გათავისუფლდება.

ბლინკენმა და ნეთანიაჰუმ ასევე “განიხილეს დარჩენილი მძევლების გათავისუფლებისთვის მიმდინარე ძალისხმევები და ღაზაში სამოქალაქო პირებისადმი მიმავალი ჰუმანიტარული დახმარების გაზრდის მნიშვნელობა”.

მსგავსი თემები