„ჰამასის“ ლიდერმა მუსლიმურ სახელმწიფოებს მოუწოდა, „ჰამასს“ იარაღი მიაწოდონ

ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ ლიდერმა, ისმაილ ჰანიამ მუსლიმურ სახელმწიფოებს მოუწოდა, „ჰამასს“ იარაღი მიაწოდონ.

კატარში მუსლიმ სწავლულთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ისმაილ ჰანიამ განაცხადა, რომ ისრაელმა “ვერ მიაღწია ვერცერთ მიზანს” ღაზაში მიმდინარე ომში.

მისი თქმით, „ჰამასი“ მძევლებს მხოლოდ მას შემდეგ გაათავისუფლებს, რაც ისრაელის ციხეებიდან ყველა პალესტინელი პატიმარი გათავისუფლდება.

ჰანიამ მუსლიმურ სახელმწიფოებს მოუწოდა, “მხარი დაუჭირონ პალესტინურ წინააღმდეგობას იარაღით, რადგან ეს არ არის მხოლოდ პალესტინელი ხალხის ბრძოლა”.

მსგავსი თემები