ესპანეთმა უკრაინას სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანები გადასცა

ესპანეთი უკრაინაში სამედიცინო დახმარებისა და პაციენტების ევაკუაციისთვის ორ ჯავშანმანქანას აგზავნის.

,,ესპანეთი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას მშვიდობისა და თავისუფლების დაცვაში, ვიდრე ეს საჭირო იქნება,” – წერია ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, ბოლო ორი წლის განმავლობაში ესპანეთის მიერ უკრაინისთვის გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარების მოცულობამ 46 მილიონ ევროს გადააჭარბა. ასევე, ესპანეთი უკრაინელ სამხედროებს Hawk-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემების გამოყენებისთვის წვრთნებს უტარებს.

მსგავსი თემები