მოსკოვის ნაწილი ინტერნეტისა და ტელევიზიის გარეშე დარჩა – უკრაინული მედია

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ჰაკერებმა მოსკოვის ინტერნეტ პროვაიდერის რესურსები გატეხეს და სერვერები გაანადგურეს.

წყაროების თანახმად, Blackjack ჯგუფის ჰაკერებმა, რომლებიც, სავარაუდოდ, დაკავშირებულია SBU-სთან [უკრაინის უსაფრთხოების სამსახური], გატეხეს მოსკოვის ინტერნეტ პროვაიდერი M9kom და დააზიანეს მისი სერვერები.

„საუბარია 20 ტერაბაიტ წაშლილ მონაცემზე: კომპანიის ოფიციალური ვებგვერდი, ფილიალის ვებსაიტები, ფოსტის სერვერი, კიბერდაცვითი სერვისები და ა.შ. შედეგად მოსკოვის მაცხოვრებლების ნაწილი ინტერნეტისა და ტელევიზიის გარეშე დარჩა“, – აცხადებს წყარო.

მსგავსი თემები