,,ძაღლს არანაირი პიროტექნიკა არ აქვს აფეთქებული პირში”- როგორია მიუსაფარი ძაღლის მდგომარეობა

მიუსაფარი ძაღლის მდგომარეობა, რომელიც გუშინ ბაღდათიდან თბილისში სამკურნალოდ გადმოიყვანეს, კვლავ მძიმეა. როგორც ირკვევა ძაღლს არანაირი პიროტექნიკა არ აქვს აფეთქებული პირში.

,,კლინიკაში ვართ ამ დრომდე რამდენიმე ადამიანი, ამ ცუგას ვადგავართ თავზე. კვლევებმა დაადგინა რომ ძაღლს არანაირი პიროტექნიკა არ აქვს აფეთქებული პირში! აქვს ძლიერი თავის ტრამვა, რაც გამოიწვია ბლაგვი საგნის ჩარტყმამ თავის არეში. აქამდე მხოლოდ ძაღლის მპოვნელის გადმოცემით ვიცოდით რომ პირში ქონდა აფეთქბული პიროტექნიკა. ამიტომ გთხოვთ, არასწორი ინფორმაცია აღარ გაავრცელოთ! ძაღლი არის ნაცემი, რაც არანაკლებ შემაძრწუნებელია,”- წერს ტასო ლოსაბერიძე სოციალურ ქსელში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის 259-ე მუხლით, რაც ცხოველის წამებას ან სასტიკ მოპყრობას გულისხმობს. 

მსგავსი თემები