უნიკალური მცენარე, რომელიც სამკურნალო პრეპარატებს და ძვირადღირებულ სოკოს იძლევა

მცენარე, რომლისგანაც 100 ტონა სოკოს, 120 ტონა სხვადასხვა ორგანულ პროდუქტს, 75 ტონა ქაღალდს, მედიკამენტებს, თაფლს, კონიაკს, 11 სახეობის სოკოს, ჩაის და კიდევ უამრავი დასახელების პროდუქტს ამზადებენ,  ჯუნკაოა.

ჯუნკაო ეს არის მცენარე, რომელიც ჩინეთში,  პროვინცია ფუჟოუს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში გამოჰყავთ. მცენარეს მრავალმხრივი დანიშნულება აქვს. მათ შორის, უნიკალურია  სამკურნალო სოკოების გამოსაყვანად, მედიცინასა თუ სხვადასხვა პროდუქციის საწარმოებლად.

ერთ ჰექტარზე გაშენებული ჯუნკაო იძლევა 300 ტონა ცხოველის საკვებს, 100 ტონა სოკოს, 120 ტონა სხვადასხვა ორგანულ პროდუქტს და 75 ტონა ქაღალდს.

Juncao Technology-ის ეროვნული საინჟინრო კვლევის ცენტრი  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროს მიერ დაარსდა. Juncao ტექნოლოგია საშუალებას აძლევს ფერმერებს გაზარდონ 11 სახის მკვებავი სოკო გამხმარი, დაჭრილი ბალახისგან, ხეების მოჭრისა და გარემოს დაზიანების გარეშე.

მცენარეს ნარჩენები არ აქვს. ყველა ნარჩენი სხვადახვა გამოყენებისაა. მცენარის ნარჩენები უნიკალური ცხოველის საკვებად და მას ანტიბაქტერიული დანიშნულებაც აქვს.

ამ  მცენარისგან გამოყვანილი სოკო ერთ რთი ძვირადღირებული პროდუქტია.  მცენარის  ერთ ოჯახს 18 კვადრატი სჭირდება. მცენარე ორი სახისაა – ერთი ძალიან მაღალი და მეორე ბუჩქის ფორმის.

რისთვის გამოიყენება ჯუნკაოს ბალახი? ეს არის ჰიბრიდული ბალახი, ასევე მნიშვნელოვანი მრავალფუნქციური სასოფლო-სამეურნეო რესურსი. მისი ფოთლების, ღეროებისა და ფესვების   გამოყენება შესაძლებელია  სხვადასხვა სახის ეკოლოგიური მართვისთვის, როგორიცაა ნიადაგის ეროზიის კონტროლი.

ჯუნკაოს ბალახში ცილის შემცველობა  11.33-17.74%-ია.

ჩინეთის ფუნჯიანის სოფლის მეურნეობისა და სატყეო უნივერსიტეტის  ეროვნული საინჟინრო კვლევითი ცენტრის მიერ შემუშავებული Juncao ტექნოლოგია საშუალებას აძლევს მცირე მეურნე ფერმერებს გამოიყვანონ  სოკო გამხმარი, დაჭრილი ბალახისგან, ხეების მოჭრისა და გარემოს დაზიანების გარეშე. ბალახი შეიძლება გაიზარდოს მრავალმხრივ პირობებში.

რაც შეეხება სოკოს, რომელიც ამ ბალახში გამოჰყავთ, მისი სარგებელი მრავალმხრივია. მათ აქვთ მაღალი კვებითი ღირებულება და მდიდარია პროტეინებით, ვიტამინებით (B1, B2, B12 და C), აუცილებელი ამინომჟავებით და ნახშირწყლებით, მაგრამ დაბალი ცხიმებით.

ისინი ასევე მდიდარია მინერალებით და შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ხორცის შემცვლელი, ასევე, აქვთ სამკურნალო თვისებები.

სოკოს ფხვნილი  გამოიყენება როგორც ჩაი, გამხმარი სოკო და სოკოს საპონი. ამ  მცენარისგან გამოყვანილი სოკო ერთ-ერთი ძვირადღირებული პროდუქტია. დათესვიდან 110 დღის შემდეგ კი შესაძლებელია მცენარის მისი გამოყენება. მცენარის  ერთ ოჯახს 18 კვადრატი სჭირდება.

ეკა გულუა ფუჟოუდან 

ჯუნკაო – ინოვაციური მცენარე, რომელიც ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში გამოყავთ (ვიდეო)

მსგავსი თემები