რუსეთი ვერასდროს შეძლებს უკრაინის განადგურებას – ბუდანოვი

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, რუსეთი ვერასდროს შეძლებს უკრაინის განადგურებას.

,,კრემლის ტერორისტულ-საოკუპაციო რეჟიმი ვერასოდეს განახორციელებს თავის მზაკვრულ გეგმებს ჩვენი სახელმწიფოებრიობის, ტრადიციებისა და იდენტობის განადგურების მიზნით. უკრაინელები ძლიერი ხალხია, რომელთაც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გზაზე ყველაფრის გადალახვა შეუძლიათ”, – განაცხადა ბუდანოვმა.

მსგავსი თემები