,,თუ უკრაინაში ომი 2024 წელს არ დასრულდება, კოლაფსი იქნება” – ლუკაშენკო

,,თუ უკრაინაში ომი 2024 წელს არ დასრულდება, კოლაფსი იქნება”. ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ, რუსეთში ჩასვლის შემდეგ განაცხადა.

პეტერბურგში მყოფ ლუკაშენკოს ასევე ჰკითხეს, მომავალ წელს უკრაინასთან თანამშრომლობის შანსი არსებობს თუ არა.

,,ვფიქრობ, ეს უბრალოდ შანსია. ჩვენ როგორმე უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლებთ მათთან, რათა გაიგონ, რომ ეს ერთადერთი შანსია. თუ არ გამოიყენებენ, იქნება სრული ნგრევა… წნევა უკვე ძალიან ძლიერია. თქვენ ალბათ შენიშნეთ ზელენსკის პრესკონფერენციიდან, რომ ის იწყებს გაგებას”, – თქვა ლუკაშენკომ.

შეგახსენებთ, რომ ლუკაშენკო სამუშაო ვიზიტით რუსეთში დღეს, 25 დეკემბერს ჩავიდა.

მსგავსი თემები