სხვა ქვეყნებზე ვართ დამოკიდებული, საკმარისი იარაღი არ გვაქვს მტერთან საბრძოლველად – უმეროვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, რუსტემ უმეროვის განცხადებით, უკრაინა სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობაზეა დამოკიდებული და არ გააჩნია საკმარისი რაოდენობით იარაღი რუსეთთან საბრძოლველად.

,,უკრაინა სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობაზეა დამოკიდებული და არ გააჩნია საკმარისი რაოდენობით იარაღი რუსეთის ფედერაციასთან დასაპირისპირებლად. ეს არის ის დინამიკა, რომლითაც დავიწყეთ: სტატიკურად არაფერი ხდება. ზოგიერთი საშუალება და აღჭურვილობა ან დროულად არ ჩამოდის, ან ამოიწურა, ან მოგვიანებით ჩამოვა. ეს არის ოპერატიული საკითხები, რომლებზეც ჩვენ მათთან მუდმივ კონტაქტში ვართ”, – განაცხადა უმეროვმა.

მსგავსი თემები