დუბლინში საოჯახო რესტორანში მომხდარ სროლას 1 ადამიანი ემსხვერპლა

დუბლინში, სროლის შედეგად 1 კაცი დაიღუპა, მეორე კი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით მძიმე მდგომარეობაშია. ინციდენტი შობის ღამეს ადგილობრივი დროით საღამოს 20:00 საოჯახო რესტორანში მოხდა.

ირლანდიური მაუწყებელი RTÉ ვარაუდობს, რომ სროლა ბანდებთანაა დაკავშირებული და ინციდენტი ნარკოტიკებსა და იარაღს უკავშირდება. ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა, ჰელენ მაკენტიმ განაცხადა, რომ თავდასხმა, იქ სადაც ოჯახები იკრიბებიან, “ამაზრზენი” იყო.

,,ვწუხვარ მომხდარი ძალადობის გამო. ამ მანკიერებამ შობას წარმოუდგენელი ადამიანური ტანჯვა გამოიწვია. ვფიქრობ დაღუპულებზე, მათზე, ვინც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და მართლაც მთელი სასწრაფო დახმარების პერსონალზე, რომელიც მუშაობდა შობის ღამეს, რომლებიც უნდა გაუმკლავდნენ ამ უაზრო ძალადობას”, – დაწერა მაკენტიმ ინსტაგრამზე.

მსგავსი თემები