„გაუძლო, ამოღებულია თავის ტვინიდან ჰემატომა”- როგორია ძაღლის მდგომარეობა

მიუსაფარი ძაღლის ოპერაცია, რომელიც გუშინ ბაღდათიდან თბილისში სამკურნალოდ გადმოიყვანეს, დასრულდა. თავის ტვინიდან ჰემატომა ამოღებულია.

„გაუძლო. ამოღებულია თავის ტვინიდან ჰემატომა, თავის ქალის ძვლები დალეწილი იყო.თავის ტვინი დეკომპრესირებულია. ახლა მთავარია ორგანიზმმა პოსტოპერაციულ მკურნალობას გაუძლოს.მიყვარხართ“,- წერენ სოციალურ ქსელში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის 259-ე მუხლით, რაც ცხოველის წამებას ან სასტიკ მოპყრობას გულისხმობს. 

მსგავსი თემები