,,ჩვენ ვლოცულობთ ომის დასრულებისთვის, ვლოცულობთ გამარჯვებისთვის”- ზელენსკი

,,ჩვენ ვლოცულობთ ომის დასრულებისთვის. ვლოცულობთ გამარჯვებისთვის,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საშობაო მიმართვაში განაცხადა. მიი  თქმით, სიბნელე წააგებს, ბოროტება დამარცხდება. „ჩვენ ვლოცულობთ ომის დასრულებისთვის, ვლოცულობთ გამარჯვებისთვის. საბოლოოდ სიბნელე და ბოროტება დამარცხდება. დღევანდელი ჩვენი მიზანიც ესაა, ჩვენი საერთო სურვილი და დღევანდელი ჩვენი საერთო ლოცვაც ეს არის, ჩვენი თავისუფლებისთვის, გამარჯვებისთვის, უკრაინისთვის. იმ დღეს, როდესაც ჩვენ ყველანი შევძლებთ სახლში შეკრებას მშვიდობიანი შობის, მშვიდობიანი წლისთვის და ყველანი ვეტყვით ერთმანეთს – ქრისტე იშვა”,- განაცხადა ზელენსკიმ.  

მეტი...

,,ბლაგვი საგნით ჩამტვრეული აქვს თავის ქალა, არის საკმაოდ მძიმედ”- ძაღლის წამების ფაქტი ბაღდადში

ძაღლის წამების ფაქტი ბაღდადში –  სავარაუდოდ, არასრულწლოვანებმა მიუსაფარ ძაღლს პირში ასაფეთქებელი ნივთიერება ჩაუდეს. ძაღლს  დაზიანებები აღენიშნება, მათ შორის თავის ტრავმა, რაც, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნის ჩარტყმამ გამოიწვია. გულ-მკერდის არეში ჩარჩენილი აქვს პნევმატური იარაღის ტყვია. ძაღლი სამკურნალოდ თბილისში გადმოიყვანეს. ,,რენტგენოლოგიური გამოკვლევით დადგინდა, რომ ძაღლს ბლაგვი საგნით ჩამტვრეული აქვს თავის ქალა. არის საკმაოდ მძიმედ. აქვს სპაზმური შეტევები და ამ დრომდე იყო დიაზეპამდე, თუმცა იძულებულები გავხდით შეგვეყვანა ხელოვნუ ძილში. რენტგენის ფოტოზე ჩანს კისტის ტყვიაც, რომელიც კუნთშია გაჩერებული და არის ხანდაზმული. როგორც ჩანს მიუსაფარ ცხოველებს კისტის თოფითაც უსწორდებიან,”- წერს სოციალურ ქსელში შორენა ლობჟანიძე. შინაგან საქმეთა…

მეტი...

ახალციხე-ნინოწმინდის გზის კმ90-კმ112 მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე თოვისა და ლიპყინულის გამო, მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების გადაადგილება აკრძალულია. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მეტი...

თუ თავს დაგვესხმებიან ან დავინახავთ, რომ ჩვენ გვემუქრება, ვიმოქმედებთ – კოლომინა ოჩამჩირის ბაზაზე

სამხრეთ კავკასიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინას განცხადებით,  იმ შემთხვევაში, თუ ოჩამჩირეში რუსეთის მიერ დაანონსებული სამხედრო ბაზიდან NATO-ს თავს დაესხმებიან, ალიანსი იმოქმედებს. მისი თქმით , შავი ზღვის რეგიონი NATO-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა და ეს მკაფიოდ არის ჩაწერილი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტრატეგიულ კონცეფციაში, რომელიც 2022 წელს მადრიდის სამიტზე დამტკიცდა. ,,რა თქმა უნდა, ყოველთვის, როდესაც  ვხედავთ რუსეთის მხრიდან მცდელობას, გაზარდოს წარმომადგენლობა იმ სივრცეში, რომელიც ჩვენს უშუალო სიახლოვესაა, ეს იწვევს შეშფოთებას. თუმცა, როგორც გითხარით, შავი ზღვა დღეს უკვე განიხილება რეგიონული, სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სივრცედ და ის არის ნატო-ს სამხედრო გეგმების შემადგენელი ნაწილი. შესაბამისად, თუ…

მეტი...

ხანძარი ინდონეზიაში – დაიღუპა 13 ადამიანი

ინდონეზიაში ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა. ხანძარი ინდონეზიის კუნძულ სულავესზე, ნიკელის ქარხანაში გაჩნდა. ხანძრის შედეგად 46 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა ქარხანაში დილის 5:30 საათზე მოხდა. დაღუპულთა შორის 9 ინდონეზიელი, 4 კი ჩინელია.

მეტი...

მეხუთე დღეა, წყალტუბოში 83 წლის ქალს ეძებენ

მეხუთე დღეა წყალტუბოში, 83 წლის ქავაჯო გაზდელიანს ეძებენ. ქალი 19 დეკემბერს, სოფელ ჩუნედან დაიკარგა. ქალი შუადღის საათებში სახლიდან გავიდა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია პოლიცია და სამაშველო სამსახური. ინფორმაციის შემთხვევაში დაუკავშირდით ოჯახს –  598 15 05 07.

მეტი...

ქალმა ოჯახისგან მალულად გააჩინა ბიჭი და თოვლში ცოცხლად დამარხა

სვერდლოვსკის ოლქის სოფელ სვობოდნიში ქალმა ბავშვი აბაზანაში გააჩინა და თოვლში დამარხა.  ბიჭი გადარჩა, ექიმებმა მას ტვინის დისფუნქციის დიაგნოზი დაუსვეს. „სოფელ სვობოდნის მკვიდრი 20 დეკემბერს დილით ფარულად მივიდა მამამთილის აგარაკზე, ჩაიკეტა აბაზანაში და იქ გააჩინა შვილი”, – წერს რუსული მედია. თუმცა მამაკაცი მოულოდნელად მივიდა აგარაკზე და რძალი აბაზანაში ახალშობილით ხელში იპოვა. ქალს ზეწარი მისცა და მეზობელთან წავიდა დახმარების სათხოვნელად. თუმცა, როცა კაცები დაბრუნდნენ, ბავშვი ვერ იპოვეს, დედამისი აბანოს უკან ქუჩაზე იდგა. მამაკაცებმა ახალშობილი ნიჩბით ამოთხარეს და სასწრაფო გამოიძახეს. დედაც საავადმყოფოში გადაიყვანეს. გამომძიებლებმა აღძრეს სისხლის სამართლის საქმე 1996 წელს დაბადებული გოგონას წინააღმდეგ,…

მეტი...

საბერძნეთში სახლებისა და ძვირადღირებული მანქანების ძარცვის ბრალდებით ორი ქართველი დააკავეს

საბერძნეთში ქურდობისთვის 32 და 37 წლის ქართველები დააკავეს. როგორც ირკვევა, დაკავებულები 2019 წლიდან 2023 წლამდე,  მდიდრულ სახლებსა და ძვირადღირებულ მანქანებს ძარცვავდნენ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქართველებზე საერთო ჯამში 9 დაკავების ორდერი იყო გაცემული. “მათი დაკავებისთვის მოეწყო წარმატებული ოპერაცია, რომელშიც მონაწილეობდნენ ჰერაკლიონის უსაფრთხოების ქვედირექციის, ჰერაკლიონის პოლიციის ოპერატიული დეპარტამენტისა და ჰერაკლიონის სასწრაფო სამოქმედო დეპარტამენტის პოლიციელები. ორივე კაცი პარასკევს, 22 დეკემბერს მანქანაში დააფიქსირეს გააჩერეს. კონტროლის დროს დადგინდა, რომ მათ თან ყალბი პასპორტები ჰქონდათ”, – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

მეტი...