ბელგრადში მომხდარი არეულობის უკან კოლექტიური დასავლეთი დგას – ზახაროვა

ბელგრადში მომხდარი არეულობის უკან კოლექტიური დასავლეთი დგას – ამის შესახებ რუსეთის  საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

,,აშკარაა კოლექტიური დასავლეთის მცდელობები, შეარყიოს ვითარება ქვეყანაში „მაიდანის გადატრიალების“ ტექნიკის გამოყენებით“, – განაცხადა ზახაროვამ.

ზახაროვას თქმით,  სიტუაციაზე ერთადერთი შესაძლო რეაქცია არის კონსტიტუციის მკაცრი დაცვა, სერბი ხალხის არჩევანის პატივისცემა, რომელმაც ხმა მისცა ეროვნულ ინტერესებს.

ცნობისთვის, ბელგრადში საპროტესტო აქციებს მართავს ოპოზიციური ბლოკი “სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ” და მისი მხარდამჭერები. დემონსტრანტები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.

მსგავსი თემები