,,ბრძოლას ჰამასზე სრულ გამარჯვებამდე გავაგრძელებთ”- ნეთანიაჰუ

“ბრძოლას ჰამასზე სრულ გამარჯვებამდე გავაგრძელებთ” – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

მისი თქმით, მძევლების დასაბრუნებლად ერთადერთი გზა ჰამასის განადგურება და იმაში დარწმუნებაა, რომ ღაზა ისრაელისთვის საფრთხის შემცველი აღარ იქნება.

,,ბრძოლას ჰამასზე სრულ გამარჯვებამდე გავაგრძელებთ. მძევლების დასაბრუნებლად ერთადერთი გზა ჰამასის განადგურება და იმაში დარწმუნებაა, რომ ღაზა ისრაელისთვის საფრთხის შემცველი აღარ იქნება. ამას დრო დასჭირდება, თუმცა ჩვენ ერთად ვართ. ომს თავისი საფასური აქვს, ჩვენი გმირი მებრძოლების სიცოცხლის საფასური. ჩვენი მეომრების სიცოცხლის დასაცავად ყველაფერს გავაკეთებთ, თუმცა ერთ რამეს არ გავაკეთებთ – არ გავჩერდებით, სანამ სრულ გამარჯვებას არ მივაღწევთ”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ .

მსგავსი თემები