ილია მეორის აღსაყდრებიდან 46 წელი შესრულდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 46 წელი შესრულდა.

ილია მეორე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 44 წლის ასაკში, 1977 წელს გამართულ მე-12 საეკლესიო კრებაზე აირჩიეს.

ილია მეორის აღსაყდრების დღესთან დაკავშირებით, სიონის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა მიმდინარეობს.

ღვთისმსახურებას  ილია მეორე საქართველოს საპატრიაქრო ტახტის მოსაყდრესთან, მეუფე შიო მუჯირთან და მღვდელმთავრებთან ერთად ატარებს.

მსგავსი თემები