ნეთანიაჰუ ღაზაში ჩავიდა და ისრაელელ ჯარისკაცებს შეხვდა

ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზაში ჩავიდა და იქ მებრძოლ ისრაელელ ჯარისკაცებს შეხვდა. ინფორმაციას მედია პრემიერმინისტრის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.

,,ვიცი, რომ თქვენ ოჯახები დატოვეთ და ასევე ვიცი, რომ ოჯახები მხარდაჭერას გიცხადებენ. ეს არის ის ძალა, რომელიც გამარჯვების გასაღებია. თქვენთვის ორი რამ მაქვს სათქმელი. პირველი – ყველაფერს გავაკეთებთ თქვენი უსაფრთხოებისთვის, თქვენი სიცოცხლისთვის. ჩვენ გვინდა, რომ ეს მისია დავასრულოთ, მაგრამ ჩვენი სურვილია დაგიცვათ იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია.მეორე – ჩვენ არ გავჩერდებით, ყველას, ვინც გაჩერებაზე საუბრობს ვეტყვი – არა. ჩვენ არ ვჩერდებით. საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. მანამ ბოლოს არ მოვუღებთ, იქამდე არ გავჩერდებით”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მსგავსი თემები