,,დადგება დრო, როდესაც საქართველო იზეიმებს დეოკუპაციას” – მიხეილ სარჯველაძე

„ადრე თუ გვიან დადგება დრო, როდესაც საქართველო იზეიმებს დეოკუპაციას“- განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ.

„ნებისმიერი ოკუპანტის ყოფნა საქართველოში არის არალეგიტიმური და არალეგიტიმურობა არის საფრთხის მარატებელი. ამას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, და არა მხოლოდ მან, კონკრეტული სამართლებრივი სახელი დაარქვა და კონკრეტული შეფასება მისცა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაცია არის პასუხისმგებელი ადამიანის უფლებების დარღვევაზე.

იუსტიციის სამინისტრომ თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით გაიმარჯვა 2021 წელს და სტრასბურგის სასამართლომ გამოიტანა აღნიშნული გადაწყვეტილება. ეს იყო უმნიშვნელოვანესი გამარჯვება, რაც გვაძლევს იმედიანად ყოფნის საფუძველს იმისთვის, რომ არცერთი ბარბაროსული ფაქტი არ დარჩება დაუსჯელი“, -აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

მისი თქმით, ყველაფერი მაქსიმალურად კეთდება იმისთვის, რომ დეოკუპაცია რეალურად განხორციელდეს, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ეს ხდება ომის გარეშე.

„ომის გამოცხადება ცხელი საბრძოლო მოქმედებებით არ ხდება. ომის მიღმა ხდება უკლებლივ ყველაფერი, რაც შეიძლება დეოკუპაციისთვის გაკეთდეს და ეფექტი ჰქონდეს“,- აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

მსგავსი თემები