ისრაელის სამხედრო ძალებმა კონტროლი დაამყარეს ჰამასის სამხედრო ფორპოსტზე – ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო ძალებმა კონტროლი დაამყარეს ჰამასის სამხედრო ფორპოსტზე ღაზას ქალაქის ცენტრში, სადაც განთავსებული იყო რაკეტები, იარაღი და დაზვერვის მასალები.

მათივე ცნობით, ისრაელის ავიაციამ  ჰამასის დაახლოებით 10 წევრის ადგილსამყოფელს დაარტყა.

მედიის ინფორმაციით, ისრაელის არმიამ  ჰამასის ის მებრძოლებიც დაადგინა, რომლებიც ალ-კუდსის საავადმყოფოს მახლობლად მდებარე შენობაში, ისრაელის სახმელეთო ძალებზე თავდასხმას გეგმავდნენ.

მათი დისლოკაციის ადგილზე საჰაერო თავდასხმა განხორციელდა, რამაც
განსაკუთრებით ძლიერი აფეთქებები გამოიწვია.

მსგავსი თემები